პროექტის მოკლე აღწერა - ჩვენს გვერდით ბევრი დაბინძურებული ადგილია, ამიტომ მე ვეცდებით ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებს გავუღვიძო გარემოს სიყვარული და ბევრად თუ არა მცირედით მაინც შევამციროთგარემოს დაბინძურება.რა ღონისძიებები უნდა გატარდეს გარემოს დაცვაში,ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე. პროექტის სრული აღწერა - საქართველოში დანაგვიანების ერთ-ერთი მთავარი წყარო ნარჩენებია.და ძალიან დიდი ტერიტორიები დაკავებულია ნაგავსაყრელებით. რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნაგავს ყრის მდინარეში ან პირდაპირ ქუჩაში ხშირად თავისი სახლის წინაც,რაც ხელს უწყობს ანტი-სანიტარიასა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელებას. ისინი ხშირად ერევა მიწისქვეშა წყლებს და ადვილად შეიძლება მოიწამლოს მიწის დიდი ფართობები.რაც შესაძლებელია ადამიანების და ცხოველების დაავადებისმიზეზი გახდეს.
მონაწილეთა ასაკი - 13-14 წელი.VIII კლასი
ვადები - ხანგრძლივობა -1-კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები -1.ჯგუფი:კომპიუტერზე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით საქართველოს დაბინძურებული ადგილების შესახებ.
2.ჯგუფი მოსწავლეების მეორე ჯგუფი ადგენს ლოზუნგებს რომელშიც მოცემულია მათ მიერ შედგენილი „კანონები“
და სასარგებლო რჩევები.
3.ჯგუფი მოცემული და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გამოსცემენ კედლის გაზეთს. სარგებელი სხვებისთვის - მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ისტ-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს,მისი საშუალებით ინფორმაციის მოძიება.მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ამ პროექტის საფუძველზე მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და მეგობრებს მოუწოდებენ არ დააბინძურონ გარემო და ხელი შეუწყონ მის გადარჩენას.საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
სამუშაო-ენა- ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ბუნება და ეკონომიკა: გეო: IX. აანალიზებს საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენულ წყაროებს. ჩამოთვლის საქართველოში; მიწის,წყლის,ჰაერის ძირითადი დაბინძურების წყაროებს. აჯგუფებს მათ წარმოშობის მიხედვით და მსჯელობს დაბინძურების შესუსტების შესაძლო გზებზე.
No comments:
Post a Comment