Monday, November 29, 2010

        
                                   
პროექტის სახელი-„ჩემი სვეტიცხოველი“
პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეებს გავაცნობ,რომ სვეტიცხოველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს ქალაქ მცხეთაში თბილისიდან 20კმ-ზე. იგი მდებარეობს მდინარე მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას. იმითაცაა მნიშვნელოვანი,რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი.იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო.ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით,რომელიც 1787წ .აუგიათ ერეკლე მეორის ბრძანებით.რომ სვეტიცხოვლის ტაძარი მცხეთა-თბილისის ეპარქიას ექვემდებარება.იგი მომქმედია.
მონაწილეთა ასაკი-16-17 წელი  XII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა-1 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-ინფორმაციის მოპოვება,სურათების მოძიება ინტერნეტის საშუალებით,დისკუსია,კონფერენცია.
მოსალოდნელი შედეგები-ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები,გაეცნობიან მცხეთის კულტურულ მემკვიდრეობას.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,ინტერნეტში მუშაობის,ფოტოების მოძიების უნარ-ჩვევები. მოსწავლეები გააკეთებენ ფოტოალბომს.
სარგებელი სხვებისთვის-მოსწავლეებს მიაწვდიან მცხეთის ულამაზესი ისტორიული ძეგლების აღწერას,მოგზაურობის მარშუტს.გამოუმუშავდებათ თავიანთი ქვეყნის სიყვარული,ისწავლიან ისტორიული ძეგლების გაფრთხილებას.
სამუშაო ენა-ქართული
ეროვნულ გეგმასთან კავშირი-გეო:11:აანალიზებს ქართული ტრადიციების გეოგრაფიულ თავისებურებებს.
პროექტის ხელმძღვანელი-იზა ბერუაშვილი

No comments:

Post a Comment