Monday, November 29, 2010

        
                                   
პროექტის სახელი-„ჩემი სვეტიცხოველი“
პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეებს გავაცნობ,რომ სვეტიცხოველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს ქალაქ მცხეთაში თბილისიდან 20კმ-ზე. იგი მდებარეობს მდინარე მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას. იმითაცაა მნიშვნელოვანი,რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი.იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო.ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით,რომელიც 1787წ .აუგიათ ერეკლე მეორის ბრძანებით.რომ სვეტიცხოვლის ტაძარი მცხეთა-თბილისის ეპარქიას ექვემდებარება.იგი მომქმედია.
მონაწილეთა ასაკი-16-17 წელი  XII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა-1 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-ინფორმაციის მოპოვება,სურათების მოძიება ინტერნეტის საშუალებით,დისკუსია,კონფერენცია.
მოსალოდნელი შედეგები-ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები,გაეცნობიან მცხეთის კულტურულ მემკვიდრეობას.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,ინტერნეტში მუშაობის,ფოტოების მოძიების უნარ-ჩვევები. მოსწავლეები გააკეთებენ ფოტოალბომს.
სარგებელი სხვებისთვის-მოსწავლეებს მიაწვდიან მცხეთის ულამაზესი ისტორიული ძეგლების აღწერას,მოგზაურობის მარშუტს.გამოუმუშავდებათ თავიანთი ქვეყნის სიყვარული,ისწავლიან ისტორიული ძეგლების გაფრთხილებას.
სამუშაო ენა-ქართული
ეროვნულ გეგმასთან კავშირი-გეო:11:აანალიზებს ქართული ტრადიციების გეოგრაფიულ თავისებურებებს.
პროექტის ხელმძღვანელი-იზა ბერუაშვილი

Wednesday, November 17, 2010

პროექტი-ბუნების დაცვა და საქართველო


პროექტის სახელი   - ბუნების დაცვა და საქართველო.


პროექტის მოკლე აღწერა  -  ჩვენს გვერდით ბევრი დაბინძურებული ადგილია, ამიტომ მე ვეცდებით ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებს გავუღვიძო გარემოს სიყვარული და ბევრად თუ არა მცირედით მაინც შევამციროთგარემოს დაბინძურება.რა ღონისძიებები  უნდა გატარდეს გარემოს დაცვაში,ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე. პროექტის სრული აღწერა - საქართველოში დანაგვიანების ერთ-ერთი მთავარი წყარო ნარჩენებია.და ძალიან დიდი ტერიტორიები დაკავებულია ნაგავსაყრელებით. რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნაგავს ყრის მდინარეში ან პირდაპირ ქუჩაში ხშირად თავისი სახლის წინაც,რაც ხელს უწყობს ანტი-სანიტარიასა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელებას. ისინი ხშირად ერევა მიწისქვეშა წყლებს და ადვილად შეიძლება მოიწამლოს მიწის დიდი ფართობები.რაც შესაძლებელია ადამიანების და ცხოველების დაავადებისმიზეზი გახდეს.


მონაწილეთა ასაკი -  13-14 წელი.VIII კლასი


ვადები - ხანგრძლივობა -1-კვირა


პროექტის შესაძლო აქტივობები -1.ჯგუფი:კომპიუტერზე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით საქართველოს დაბინძურებული ადგილების შესახებ.
                      2.ჯგუფი მოსწავლეების მეორე ჯგუფი ადგენს ლოზუნგებს რომელშიც მოცემულია მათ მიერ შედგენილი „კანონები“
და სასარგებლო რჩევები.
                      3.ჯგუფი მოცემული და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გამოსცემენ კედლის გაზეთს. სარგებელი სხვებისთვის - მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ისტ-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს,მისი საშუალებით ინფორმაციის მოძიება.მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ამ პროექტის საფუძველზე მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და მეგობრებს მოუწოდებენ არ დააბინძურონ გარემო და ხელი შეუწყონ მის გადარჩენას.საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.


სამუშაო-ენა-   ქართული


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი  - ბუნება და ეკონომიკა: გეო: IX. აანალიზებს საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენულ წყაროებს. ჩამოთვლის საქართველოში; მიწის,წყლის,ჰაერის ძირითადი დაბინძურების წყაროებს. აჯგუფებს მათ წარმოშობის მიხედვით და მსჯელობს დაბინძურების შესუსტების შესაძლო გზებზე.